თსუ – სამეცნიერო საქმიანობის მოკლე მიმოხილვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამეცნიერო კონკურსებში წარდგენილი/მიღებული პროექტების დინამიკა გვაჩვენებს, რომ თსუ მეცნიერები მუდმივად გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მათ მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობა გასული წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისთვის 200-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი ხორციელდება, მათ შორის 250-მდე – ეროვნული და 46 – საერთაშორისო. 2013 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტით კვლევებზე გათვალისწინებული იყო 23 მილიონ 837 ათასი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35,8%-ია. 2014 წლის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ 2014 წლის დინამიკა გაუმჯობესლებული იქნება.
ტომსონის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ 2013 წელს მაღალრეიტინგულ/იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნდა 354 სამეცნიერო პუბლიკაცია. იმავე 2013 წელს თსუ-ში დაცულია 45 სადოქტორო ნაშრომი;
აღსანიშნავია, რომ თსუ სამეცნიერო კვლევების დაფინანსების მთავარი წყაროა სახელმწიფო და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტები, რომლებსაც თსუ-ის მეცნიერები შესაბამის კონკურსებში მონაწილეობის გზით იპოვებენ.
თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის 2014 წლის მონაცემებით, თსუ-ის გამარჯვებული პროექტების ჯამური ღირებულება 7,9 მილიონ ლარს შეადგენდა, მათ შორის თსუ-დან თანადაფინანსება – 179 177ლარს შეად-გენს;
თსუ-ის თანამშრომლებს 2013 წელს მიღებული აქვთ მონაწილეობა ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსები (FR, AR); უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი (DI); სამეცნიერო – კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის კონკურსი (AP); საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი (ME); 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „ქართული ელექტრონული ლექსიკონები“ (LE); საკონფერენციო გრანტების კონკურსი (CG); ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამა; ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი (PG); დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი (DO); უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ „მიზნობრივი კვლევისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ორგანიზებული მეხუთე და მეექვსე ერთობლივი კონკურსები (MTCU – SRNSF); SRNSF და CNRS ერთობლივი კონკურსი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის – Forschungszentrum Jülich; ერთობლივი კვლევით – საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსი; TEMPUS IV 6 კონკურსი;
სტატისტიკა მოწმობს, რომ თითქმის ყველა კონკურსის შედეგების მიხედვით თსუ მოწინავეა როგორც წარდგენილი, ასევე მოპოვებული გრანტების რაოდენობით; ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კონკურსის შედეგებზე შევჩერდებით, კერძოდ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სესფ-სა (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და რუსთაველის ფონდში წარდგენილი/მიღებული პროექტების დინამიკა გვაჩვენებს, რომ თსუ მეცნიერები მუდმივად გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მათ მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობა გასული წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება: 2006 წელს – წარდგენილი იყო 180 პროექტი, დაფინანსებული – 22; 2007 წელს წარდგენილია 142, დაფინანსებული – 23; 2008 წელს წარდგენილია 163, დაფინანსებული – 35; 2009 წელს წარდგენილი – 129 პროექტიდან დაფინანსებულია 29; ამ ფონდების გაერთიანების შემდეგ, 2011 წელს 334 წარდგენილი განაცხადიდან დაფინანსდა 21 პროექტი; 2012 წელს 296 წარდგენილი პროექტიდან 71 დაფინანსდა; 2013 წელს 270-დან – 48 პროექტი.
ფუნდამენტური კვლევების მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსებში სულ დაფინანსდა 86 პროექტი, საიდანაც 33 პროექტი – ივანე ჯავახიშვილის სახლმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ავტორობოთაა, ხოლო ერთ პროექტში თსუ თანამონაწილეა. პროექტების რაოდენობით თსუ მნიშვნელოვნად ლიდერობს ქართულ უნივერსიტეტებს შორის.
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს ფაკულტეტებსა და 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომლებიც დღეს თსუ-ს შემადგენლობაში შედიან და მის სამეცნიერო პოტენციალს აძლიერებენ.
2013 წლის მონაცემებით, გამარჯვებული პროექტები ასე განაწილდა – 19 პროექტის ავტორები თსუ-ის ინსტიტუტები არიან, 14 პროექტის კი – თსუ-ის ფაკულტეტები. ფუნდამენტური კვლევების კონკურსებში გამარჯვებული პროექტების მიხედვით ფაკულტეტებს შორის ლიდერობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინსტიტუტებში კი თსუ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტუტუტი და თსუ რუსთაველის ინსტიტუტი;
თსუ-სთვის წარმატებული იყო გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერისთვის გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსიც – მთლიანად დაფინანსებული 27 პროექტიდან თსუ-ს მეცნიერებს ეკუთვნის 9 პროექტი; უნივერსიტეტის სახელით გამარჯვებული პროექტების ავტორებს შორის ყველაზე მეტი გრანტი კვლავ თსუ ფაკულტეტებზე დასაქმებულ მეცნიერთა ავტორობითაა; მათ შემდეგ პირველობას არ თმობს თსუ მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, რომელსაც თსუ თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი მოჰყვება.
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ სახელმწიფო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგებით სულ დაფინანსდა 12 პროექტი, მათ შორის თსუ-დან წარდგენილი – 7 პროექტი. ამ პროექტების მიხედვითაც, უნივერსიტეტელებიდან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი და თსუ ანდრონიკაშვილის ინსტიტუტი ლიდერობენ: ზუსტი და საბუნებისმეტყევლო ფაკულტეტის ავტორობით პროექტების 29% – (5 პროექტი) არის მოპოვებული; თსუ ანდრონიკაშვილის ინსტიტუტის ავტორობით 23% – (4 პროექტი);
სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისთვის კონკურსში წარდგენილი 89 განაცხადიდან, თსუ-დან 22 პროექტი იყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაიმარჯვა 6-მა პროექტმა, ერთში კი თსუ თანამონაწილეა.
„საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკიდრეობის სამეცნიერო კვლევისთვის“ 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები ასე გამოიყურება: სულ გამარჯვებული 6 პროექტიდან 2 პროექტი თსუ მეცნიერების მიერაა წარდგენილი.
2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე „ქართული ელექტრონული ლექსიკონები“ გაიმარჯვა 4 პროექტმა, საიდანაც 1 სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგენილია.
საკონფერენციო გრანტების კონკურისის შედეგები კი ასეთია: დაფინანსებული 31 პროექტიდან თსუ-ისაა – 11.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელ-შეწყობის პროგრამის“ „ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამების“ შედეგად დაფინანსდა 8 პროექტი, აქედან 4 – თსუ-დან.
რაც შეეხება ახალაგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგებს: სულ დაფინანსდა 69 გრანტი – 41 დოქტორის, 28 მაგისტრის. თსუ-დან დაფინანსდა 23 პროექტი, 15 დოქტორის და 8 მაგისტრის. შედარებისთვის „ილიაუნის“ განმცხადებლები დაფინანსდნენ სულ 10; სტუს-10; თსსუ-ს – 2; აგრარულის – 4; ხოლო სხვა დანარჩენი უნივერსიტეტებიდან – 8 და 12.
2013-2014 წლების დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგებით, სულ წარდგენილი იყო 252 განაცხადი, საიდანაც გაიმარჯვა 135-მა პროექტმა. თსუ-დან წარდგენილი 99 პროექტიდან გაიმარჯვა 60-მა პროექტმა.
MTCU-SRNSF წარდგენილი 114 პროექტიდან 20 თსუ-დან იყო; სულ დაფინანსდა 9, თსუ-დან – 4.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის CNRS ერთობლივი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 2013 წლის კონკურსის შედეგებით, სულ გაიმარჯვა 3-მა პროექტმა, საიდანაც 2 თსუ-დან იყო.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის – Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის კონკურსის შედეგებით, წარმოდგენილი 3 პროექტიდან სამივე დაფინანსდა, აქედან 1 ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია.
ტემპუსი IV 6th call: თსუ-დან წარდგენილი იყო 55 პროექტი, კონკურსში გამარჯვებული 19 პროექტიდან 11 თსუ-ს მონაწილეობით განხორციელდება.