Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 5

ეგვიპტეში ქართველი მამლუქების ბედით პროფესორი გოჩა ჯაფარიძე ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როდესაც მამლუქების მიერ საქართველოში გამოგზავნილ რამდენიმე ქართულ წერილს მიაკვლია. უფრო ფუნდამენტურად საკითხის შესწავლა მკვლევარმა 1998 წლიდან დაიწყო, უკვე ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დესპანის სტატუსით. მრავალწლიანმა მივლინებამ მას საშუალება მისცა, ქართველ მამლუქთა ისტორიის ადრინდელ მკვლევართაგან განსხვავებით, მოეძია და გამოეყენებინა თავის კვლევაში გაცილებით მეტი მასალები არაბული და ევროპული წყაროებიდან და აგრეთვე კაიროს ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები.

პლატონური ტრადიცია კლასიკური ანტიკურობიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე, ანტიკურობიდან რენესანსამდე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზრის ჩათვლით - ესაა საგანი, რომელსაც თსუ პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლელა ალექსიძე მეორე კურსიდან იკვლევს. წლებთან ერთად კი თემა ფართოვდება და ღრმავდება.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დღეს ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით არის კომპაქტურად დასახლებული. ამ რეგიონთან არის ასევე დაკავშირებული რეპატრირებულ მესხთა პრობლემა, რომელიც საბჭოთა საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიაში შავი ლაქაა და დღემდე საქართველოს სახელმწიფოს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ამ ხალხის წინაშე დანაშაულის გამოსწორების ვალდებულება უდგას. შესაბამისად, 2013 წელს, წიგნის „სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიიდან“ გამოცემა უდავოდ დიდი ინტერესის საგანი გახდა ქართულ სამეცნიერო წრეებში, რადგან იგი მიზნად სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიის შესწავლას ისახავდა.

მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 148 ქვეყანას შორის საქართველოს საკმაოდ დაბალი მონაცემები აქვს განათლების სფეროში: თუმცა დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობით (ჩარიცხვით) ქვეყანა 32-ე ადგილზეა,  ხარისხით კი მას 94-ე ადგილი (3.4 ქულა) უკავია, საგანმანათლებო სისტემის ხარისხით - 105-ე ადგილი (3.2 ქულა);მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარისხით - 106-ე ადგილი (3.4 ქულა) (Global Competitiveness Report 2013–2014, World Economic forum).  ამიტომ ყველა კვლევა, რომლის მიზანიც საქართველოს განათლების სისტემაში არსებული სიტუაციის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავებაა, განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს.

загрузка