Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

რა ადგილი ეკავა და რა როლს თამაშობდა ათონის მთაზე (საბერძნეთში) მდებარე ქართული – ივერონის მონასტერი კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერის კვლევა „ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს“. კვლევა 2013 წელს დაიწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის თამარ ალფენიძის მიერ. კვლევის ავტორი, ერთი სემესტრის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში  სტამბოლში, ქოჩის უნივერსიტეტთან არსებულ ანატოლიური ცივილიზაციების კვლევით ცენტრში მუშაობდა – აქ ამუშავებდა ათონის მთაზე არსებული ქართული მონასტრის – ივერონის მონასტრის შესახებ სტამბოლის არქივებში დაცულ ოსმალურ წყაროებს.

ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ორგანოთა რეგენერაციის უნარს უჭირავს. მეცნიერთა განმარტებით, ჩვეულებრივ, ქსოვილების განახლების საფუძველს ფიზიოლოგიური რეგენერაცია წარმოადგენს, ხოლო ორგანოს დაზიანების (ტრავმები, სხვადასხვა პათოლოგიები) ან რეზექციის (დაავადებული ორგანოს ნაწილობრივი მოკვეთა) შემთხვევაში კი რეპარაციული რეგენერაცია მიმდინარეობს, რომელიც ორგანოს ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას უზრუნველყოფს.

სტრესი თანამედროვეობის გლობალური პრობლემაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინდუსტრიალიზაციის პროცესთან. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ან მნიშვნელოვნად გააღრმავოს ადამიანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემისა და ნეიროდეგენერაციული პროცესები, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. მისი გავლენა მკვეთრად უარყოფითად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე. იგი იწვევს ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას, აბსენტიზმს, კონცენტრირების უნარის გაუარესებას, გაზრდილ აგრესიულობას და სხვა. "ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის" (American Psychological Association - APA) მიერ ქრონიკული სტრესი განიხილება, როგორც „წნეხი ორგანიზმზე, რომელიც დროში უსასრულო ჩანს.” იგი არის ზრდადი ყოველდღიური დაძაბულობა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტრესთანაა დაკავშირებული ადამიანთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზები: გულისა და ფილტვის დაავადებები, კიბო, უბედური შემთხვევები, ღვიძლის ციროზი და თვითმკვლელობა. სწორედ ამიტომ სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ინტერესის საგანია. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ქართველი მეცნიერები არიან.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მსოფლიოში გამოქვეყნდა უამრავი ნაშრომი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ტრანზიციის საკითხებზე, თუმცა, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ დემოკრატიზაციასთან ერთად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სერიოზულად გაძლიერდა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. საქართველოში კი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემამ კითხვის ქვეშ დააყენა თვით ქვეყნის უსაფრთხოებაც კი, ხოლო პოლიტიკის მეცნიერები ალაპარაკდნენ არშემდგარ სახელმწიფოზე. ამიტომ, 2002 წლიდან დღემდე ხორციელდება კვლევითი პროგრამა, რომლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე თემა. თავიდან, ყურადღების ცენტრში მოექცა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემატიკა. 2003 წლიდან კი ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური რეფორმები საქართველოში.