Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

გრაკლიან გორაზე, რომელიც სოფ. იგოეთის, სამთავისისა არეალში მდებარეობს, თსუ მეცნიერები უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ. გორაზე აღმოჩენილი 10 კულტურული ფენა ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე პერიოდს მოიცავს. ამ ნამოსახლარ-სამაროვანზე (თსუ-ს არქეოლოგების მიერ უკვე გათხრილია 300 მეტი სამარხი) მიკვლეულია როგორც ადგილობრივი წარმოების ინვენტარი (თიხის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს), ისე ძველი სამყაროს სრულიად განსხვავებული ცივლიზაციის ცენტრებში დამზადებული ნივთები.

21-ე საუკუნე ახალი მედიის საუკუნეა, რომელშიც, უმთავრესად, ბლოგები, სოციალურ ქსელები, ონლაინ ენციკლოპედიები, სხვადასხვა სახის ფორუმი და ყველა ის ინტერნეტ-რესურსი იგულისხმება, რომელიც მომხმარებელთა მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერაქციას უზრუნველყოფს. ახალი მედიის შესწავლა ახალი სიტყვაა საქართველოში. ამ მიმართულებით ძალზე საინტერესო კვლევა მოამზადეს თსუ მეცნიერებმა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით. ეს ამ თემაზე მომზადებული ყველაზე დიდი ნაშრომია საქართველოში, სადაც სოციალური მედიის განვითარების თითქმის ყველა ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.

ბოლო წლებში ნანოტექნოლოგია ჩამოყალიბდა გახდა ერთ-ერთი პერსპექტიულ და დინამიურად განვითარებად ინტერდისციპლინარულ მეცნიერებად. ნანომასალათა პრაქტიკაში გამოყენების ვრცელ ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დანერგვას მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში. იგი წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვემსახუროთ საზოგადოების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს. თანამედროვე ნანოტექნოლოგიები იძლევა სამეცნიერო კვლევის ახალი მიმართულებების შექმნის აუცილებლობას. ნანოტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მეცნიერული მიღწევების გაერთიანებას მივყავართ ახალი დისციპლინის – ნანობიოტექნოლოგიის შექმნამდე, რომლის განვითარება მოგვცემს ისეთ ნანოკონსტრუქციებს , რომლებსაც უნარი შესწევთ ბიოსისტემები მართონ მოლეკულურ დონეზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა მაგნიტური ნანონაწილაკებისაგან შემდგარი ნანოსითხეები.

რა არის მოქალაქეობის სტილი, როგორ ყალიბდება და რა ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავს მას საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევა სახელწოდებით „რა განსაზღვრავს მოქალაქეობის სტილს: კულტურა, რელიგია, ნაციონალიზმი“. კვლევის მიზანი იყო მოქალაქეობის ეთნიკური, კულტურული და სამოქალაქო სტილის გამოკვლევა ქართველ ახალგაზრდებში. ამასთან, ქართველ მეცნიერთა ინტერესის საგანი იყო ისიც, თუ როგორ ხდება თითოეული მოქალაქეობის სტილის კონსტრუირება და მანიფესტაცია.