Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

2011-2013 წლებში რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკის შესასწავლად, გერმანიის ფედერაციის, საბერძნეთისა და საქართველოს წამყვანი მეცნიერების თანამონაწილეობით განხორციელდა, ერთობლივი კვლევები. კვლევებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თსუ მეცნიერები.

ემოციური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კვლევები ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაიწყო და გააქტიურდა. ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის „ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი (J. D. Mayer & P. Salovey, 1997). ემოციური ინტელექტის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებს ადამიანი იყოს ლიდერი, აკონტროლოს საკუთარი და სხვისი ემოციები, მიაღწიოს წარმატებას და ა.შ. საქართველოსთვის ემოციური ინტელექტის კვლევა შედარებით ახალი მიმართულებაა. თსუ მეცნიერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი ერთ-ერთი იმ პირველთაგანია ვინც ემოციური ინტელექტის კვლევა ახალი კუთხით - ფსიქიკური აშლილობების, თავისებურებათა შესასწავლად და რეაბილიტაციისთვის შესაძლო ახალი მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად დაიწყო.

ქართველ მეცნიერ-გეოგრაფთა დასკვნით, XX საუკუნეში სხვადასხვა წელს გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი სხვადასხვანაირად არის ასახული. არსადაა ასევე მითითებული, თუ რა მასშტაბის რუკაზე მოხდა საზღვრის სიგრძის ოფიციალურად მიჩნეული მონაცემების განსაზღვრა, რომ ამით მისი სანდოობა დაზუსტდეს. ეჭვს იწვევს არაერთ სამეცნიერო ნაშრომში და წვრილმასშტაბიან (მათ შორის სასკოლო) რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აღნიშნული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობის საკითხიც.

კვლევის „პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორები ცხოვრებისეულ ისტორიებში“ განხორციელება თსუ მეცნიერებმა 2013 წლის დეკემბერში თსუ ასისტენტ-პროფესორის, პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლის ლილი ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყეს. ამ კვლევაში ქართველი მეცნიერის პარტნიორია დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეხსიერებისა და იდენტობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქეით მაკლინი (Kate McLean), (დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ).