Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კვლევითი ცენტრი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი შეემატა. ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საჯარო პოლიტიკის დოქტორის თამარ მახარაძის ინფორმაციით:ცენტრის შექმნა ეხმიანება იმ პროცესებს, რაც საქართველოში და მთელ მსოფლიოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართ ხორციელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საზოგადოების 10-12% -ს სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

ტერმინი ”ეკონომიკური განვითარება” ხშირად როგორც ეკონომიკურ ლიტერატურაში, ისე პრაქტიკაში გაიგივებულია ტერმინთან –  ”ეკონომიკური ზრდა”. ეს გამოწვეულია იმით, რომ წარსულში ჩვენთან ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ცვლილებები ძლიერ ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა და ამიტომ, ძირითადი აქცენტი ეკონომიკური ზრდის თემატიკაზე იყო გადატანილი. იგივე დამოკიდებულება იყო საზღვარგარეთაც, ვიდრე განვითარებული ქვეყნები პოსტკომუნისტური განვითარების სტადიაში არ შევიდნენ. ჩვენთან ეკონომიკური განვითარების პრობლემების კვლევას დღესაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამ ხარვეზის შევსების მცდელობას წარმოადგენს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ რამაზ აბესაძის გამოკვლევები ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე.

„უცხოური ბრენდებისადმი ქართველი მომხმარებლების ლოიალურობის აღქმის სპეციფიკა“ – ასე ეწოდება მოხსენებას, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის პროფესორმა ნუგზარ თოდუამ და ამავე კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა 2014 წლის 3-4 აპრილს იტალიაში, მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტში გამართულ კორპორაციული და მარკეტინგული კომუნიკაციების მე-19 საერთაშორისო კონფერენციზე წარმოადგინეს. მოხსენება მეცნიერთა ერთობლივი კვლევის შედეგია.