Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

ბიონანომეცნიერების და ბიონანოტექნოლოგიის კვლევის ობიექტების მრავალფეროვნება განუზომელია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოფიზიკისა და ბიონანომეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მიმდინარე საერთაშორისო კვლევებს საფუძველი 2000-2003 წლებში ჩაეყარა.

პლატონური ტრადიცია კლასიკური ანტიკურობიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე, ანტიკურობიდან რენესანსამდე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზრის ჩათვლით - ესაა საგანი, რომელსაც თსუ პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლელა ალექსიძე მეორე კურსიდან იკვლევს. წლებთან ერთად კი თემა ფართოვდება და ღრმავდება.

პალიმფსესტი ეტრატის ისეთი ფურცელია, რომელიც გადაფხეკის ან გადარეცხვის შემდეგ ხელახლა გამოიყენებოდა საწერ მასალად. პალიმფსესტებზე, ზედა ტექსტის გარდა, ქვედა ფენის წაკითხვაც ხერხდება და ბიბლიური ტექტების შესახებ უფრო ძველი ცნობების მოპოვება ხდება შესაძლებელი. ქართული პალიმფსესტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა და რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული.

ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით შესწავლას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს და შედეგად დაგროვილია ვრცელი ლინგვისტური მასალა ეტიმოლოგიური ლექსიკონების, მონოგრაფიებისა თუ ცალკეული სამეცნიერო სტატიების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველურ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა „ახალი პარადიგმა“, დღემდე არ შეჯერებულა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის შედეგები, არ განხორციელებულა ამ შედეგების სისტემური თანმიმდევრული ანალიზი იმ მიზნით, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა სრულყოფილი ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა.