Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ადმინისტრაციულად ისტორიულ მესხეთის რეგიონის – ასპინძის მუნიციპალიტეტში შედის. ძეგლი დათარიღებულია XII-XIII საუკუნეებით (1156-1203 წწ). 2007 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. დღეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის დაყოფილი ქალური და მამაკაცური საქმეები და ამ გადანაწილებით კაცების 86% და ქალების 72% კმაყოფილია. – ასეთია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის – „მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ შედეგები, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთით 2013 წელს განხორციელდა.

სოციალური მარკეტინგის კონცეფცია მსოფლიოში გასული საუკუნის 70-იან წლებში წარმოიშვა, განვითარება 80-იანი წლებიდან დაიწყო და დღეისთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას ბიზნესის მართვის 21-ე საუკუნის ფილოსოფიასაც კი უწოდებენ. სოციალური მარკეტინგის მიზანი სოციალური, ეკოლოგიური, მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სხვა ისეთი საკითხების გადაჭრაზე ფოკუსირებაა, რომელიც მანამდე არ ხვდებოდა მარკეტინგის მიზნებში. კონცეფცია გულისხმობს მძლავრი სოციალური მექანიზმების ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესისა და საზოგადოების  მოთხოვნების  ინტერესთა ერთიანობას, მომხმარებელთა კეთილდღეობის მისაღწევად. საქართველოში ამ კონცეფციის დამკვიდრება სულ რამდენიმე წელია დაიწყო.

საქართველოდან დეპორტირებულ მუსლიმ მესხთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური ნება (რომლებიც უკვე დეკლარირებულია), არამედ სერიოზული კვლევები, რომელიც ამ პროცესს პრობლემებისგან დააზღვევს. ამ გზაზე მნიშვნელოვანია თავად, მუსლიმ მესხთა სოციუმის კვლევა, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეკატერინე ფირცხალავა.