Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
პროფესორ ტორალფ ჰასვოლდის ლექცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის

პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია “Rural Health - The National Centre of Rural Health in Tromsø”.

,,ვეფხისტყაოსანი’’ - ახალი თარგმანების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

მემორანდუმი თსუ-სა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირების მიზნით თსუ-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.