ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ოცზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“.
ქართველმა სპეციალისტებმა, მკვლევრებმა ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან წაიკითხეს მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „ანისი გზაჯვარედინზე.“