Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. გახლავთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 1978 წლიდან მუშაობს უნივერსიტეტში, მისი სამეცნიერო სფეროები და კვლევის მიმართულებებია: კონკურენცია აგროსასურსათო სექტორში და პროდუქტების კონკურენტუნარიანობის კვლევა; ფერმერულ მეურნეობათა დივერსიფიკაცია, ევროპული მოდელები და გამოწვევები საქართველოში; აგრობიზნესის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესწავლა. არის ათეული პუბლიკაციის
სრულად

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების დასრულების შემდეგ სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში.
1990 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 2005 წელს კი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
მუშაობდა
სრულად

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი). 2008-2015 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), აიოვას და დასავლეთ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებში. ფულბრაიტის კვლევითი პროექტის სტიპენდიანტი. აქტიურად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტი.
კვლევითი სფეროები: ნარატიული იდენტობა,
სრულად

სადოქტორო ხარისხი თეორიულ და მათემატიკურ ფიზიკაში ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტში მიიღო (JIRN) 1989 წელს.
ამჟამად ის JIRN–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევარია.
არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ველის კვანტური თეორია, გრავიტაციის თეორია, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თეორია და მათემატიკური ფიზიკა.


სრულად

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. იკვლევს ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, კერძოდ, პირად უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში გამართულ რამდენიმე კონფერენციაში, რომლებიც ეხებოდა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. არის ამ საკითხზე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.


სრულად

თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. 2001-2005 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრას. სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტებზე კითხულობს ლექციებს ადამიანის ნორმალურ ანატომიაში, ტოპოგრაფიულ ანატომიაში და ოპერაციულ ქირურგიაში. მიჰყავს კლინიკური ანატომიისა და
სრულად

ფიზიკური ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ფიზიკის დეპარტამენტის ბიოფიზიკის და ბიონანომეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.  მისი  კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ ინტერდისციპლინურ საკითხებს, როგორიცაა მუხტის გადატანის ფიზიკური მექანიზმები მოდელურ სისტემებში და ბიომოლეკულებში (მათ შორის ინტერფაზურ ნანოსტრუქტურებში), ცილების სტაბილობა და კონფორმაციული მოქნილობა მათი ფუნქციონირების კონტექსტში, ასევე „ბმული“ წყლის როლი
სრულად

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სამართლის თეორიაში, ადამიანის უფლებების, თვითმმართველობისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე. სხვადასხვა დროს იყო მეცნიერ-მკვლევარი და მიწვეული პროფესორი მიუნხენის, იენას, ბამბერგის, ჰანოვერის, ბერნის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებში, მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლის ინსტიტუტში


სრულად

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; მისი კვლევის ინტერესებია: რელიგიები, ეთნიკური ჯგუფები, კონფლიქტები. არის სამი მონოგრაფიის, ექვს ათეულზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამი წიგნისა და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი. 5 ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. გახლავთ ათეულობით საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე საქართველოში, კავკასიასა და თურქეთში. თსუ-ში მუშაობს 1993 წლიდან. სხვადასხვა დროს ისტორიისა
სრულად