Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თსუ ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მისი კვლევის სფეროებია: სისხლძარღვთა ენდოთელიუმის პათოლოგიის თეორია, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მორფო-ეპიდემიოლოგიური კვლევა. არის 8 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოსა და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებთან  მუშაობის კოორდინატორი; საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის და ჟურნალ
სრულად

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

გახლავთ ჰიროსიმას უნივერსიტეტის საპატიო წევრი (იაპონია), მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ივანე ჯავახიშვილის მედალი, ხვარაზმის საერთაშორისო პრემია, არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი,
სრულად

პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 2013 წელს ვლადიმერ ციციშვილი დაჯილდოვდა “ღირსების” ორდენით. ვ. ციციშვილი არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ოფიციალური ექსპერტი. ოთხენოვანი (რუსულ–ქართულ–ინგლისურ–გერმანულ) ქიმიური ლექსიკონის გამოცემის ერთ-ერთი თანაავტორი. არის
სრულად