Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პროფესორ ვ. მარგველაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 12 სადოქტორო დისერტაცია. გახლავთ ასამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან 28 დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. 7 წლის განმავლობაში იგი იყო სტომატოლოგთა მსოფლიო
სრულად

ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

2000-2004 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარალელულად მუშაობდა თსუ, კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრაზე მასწავლებელად. მგვიანებით გახდა ამავე კათედრაზე დოცენტი.
სრულად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მასწავლებელი. ამავე დროს არის პრაქტიკოსი სტომატოლოგი. 2013 წელს ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტების (იტალია) მიერ მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2009-2011 წლებში აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ტაფტის უნივერსიტეტში ასოცირებული პოსტ-დოქტორანტის პოზიციაზე ახორციელებდა კვლევებს ღეროვან უჯრედებზე. არის საერთაშორისო კონგრესებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი. მისი
სრულად

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტირტუტის რ.დოღონაძის სახ. თეორიულკვლევათა ლაბორატორიის გამგე, ევროსაიენსის (Euroscience) წევრი (1998 წლიდან), შავი ზღვის ქვეყნების წყლის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ამერიკული ქიმიური საზოგადოების (ACS) წევრი.
2002-2003 (შეთავსებით) – სსიპ „შავიზღვისდაცვის, რესურსებისკვლევისა და ათვისების სახელმწიფო სააგენტოს” ხელმძღვანელის მოადგილე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქიმიური,
სრულად

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია), ფლობს ასევე მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ბაკალავრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში. 2008-2013 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი),  ლუვენისა (ბელგია) და ტაუსონის (აშშ) უნივერსიტეტებში. არის ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. აქტიურად თანამშრომლობს
სრულად

დაამთავრა ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2014 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორი.   არის ათი სამეცნიერო პუბლიკაციის და ორი თარგმანის ავტორი – „ევროპის კომპანიათა სამართლის მოქმედების გეგმის გადასინჯვა: შესავალი“, „გერმანიის დუალისტური სისტემა: გამოცდილება, თეორიები, რეფორმირება“.


სრულად

თსუ მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


სრულად

ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: სოციალური იდენტობები, სტიგმა, მორალური მსჯელობა და რელიგიური ორიენტაციის ტიპები. 2006-2011 წლებში მან მიიღო კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ბერკლის (აშშ) და ლუვენის (ბელგია) უნივერსიტეტებში. კვლევისთვის „ფარული და აშკარა სტიგმა სოციალური უმცირესობების ჯგუფებში“ ის
სრულად