ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 1990 წლის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემიის ლაურეატი. მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 35-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სტატიები დაბეჭდილია გამომცემლობა Cambridge Scholars Publishing-ის მიერ გამოცემულ კრებულებში. ამჟამად მკვლევრის სტატუსით მონაწილეობს ორ საგრანტო პროექტში.
სამეცნიერო კვლევის ინტერესები: ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია, მედიატექსტის ფუნქციური ტიპოლოგია და ინტერპრეტაცია, ჟურნალისტიკის კომპარატივისტული ანალიზი, ევროპეიზმი და ქართული ჟურნალისტიკა.
თსუ-ში ლექციებს კითხულობს 1992 წლიდან, ამჟამად უძღვება სალექციო კურსებს: „მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის შესავალი“, „ანალიზისა და მოსაზრების წერა“, „თანამედროვე ქართული მედიის კრიტიკული ანალიზი“.