თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი. საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი. ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის დირექტორი. 2015 წელს არის Erasmus Mundus EMBER-ის პროგრამის მიწვეული პროფესორი მალმეს უნივერსიტეტში, ხოლო 2013 წელს იყო შვედური ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი იმავე უნივერსიტეტში. 2010-11 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (კალიფორნია, აშშ). 2003 წელს მიწვეული მკვლევარი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2000-2001 წლებში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის დირექტორის მოადგილე; 1998-1999 წლებში ფულბრაიტის პროგრამის მიწვეული პროფესორი მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ). 1990-იან წლებში მუშაობდა დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. 2002 წლიდან დღემდე აწარმოებს კვლევებს ორგანიზებულ დანაშაულზე, კონტრაბანდაზე, კორუფციაზე, უსაფრთხოებაზე და შეიარაღებულ კონფლიქტებზე. მონაწილეობდა და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებს, ასევე ავტორია მრავალი საერთაშორისო პუბლიკაციების ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, უსაფრთხოებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებზე. კითხულობს სალექციო კურსებს: „პოლიტიკური კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული“, „პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდები“, „თანამედროვე უსაფრთხოების კვლევები“, „საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტი“, „შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში“, „სოციალურ მეცნიერებათა მეთოდები“.