მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მასწავლებელი. ამავე დროს არის პრაქტიკოსი სტომატოლოგი. 2013 წელს ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტების (იტალია) მიერ მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2009-2011 წლებში აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ტაფტის უნივერსიტეტში ასოცირებული პოსტ-დოქტორანტის პოზიციაზე ახორციელებდა კვლევებს ღეროვან უჯრედებზე. არის საერთაშორისო კონგრესებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი. მისი სამეცნიერო კვლევების სფერო უახლესი სტომატოლოგიური მასალები, მათი კლინიკური გამოყენებები და სტომატოლოგიაში ღეროვანი უჯრედების განვითარების პერსპექტივებია. მარიამ მარგველაშვილის კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში როგორიც არის: „Plos One“, „Stem Cell Research and Therapy“, „in Vitro Cellular and Developmental Biology – Animal“, „Journal of Dentistry“, „Journal of Adhesive Dentistry“, „Clinical Oral Investigations“ და „Journal of Clinical Pediatric Dentistry“.