2018-01-18
ბრძანება №:13/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ







სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და  ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის თავმჯდომარის  2018 წლის  9 იანვრის  №239/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:


გეომორფოლოგია– გეოეკოლოგიის  ლაბორატორია  


1.    წერეთელი ემილ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
2.    წიქარიშვილი კუკური - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო  ერთეული (10 წლის ვადით);
3.    ბონდირევი იგორ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    ლეჟავა ზაზა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    გონგაძე მერაბ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    ტიელიძე ლევან _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.    გადრანი ლელა _  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
8.    ასანიძე ლაშა _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
9.    ჩიხრაძე  ნინო _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
10.    ყავლაშვილი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
11.    გაფრინდაშვილი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი  0.5 საშტატო ერთეული;
        

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის   განყოფილება

1.    მუმლაძე დალილა  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო  ერთეული (10 წლის ვადით);
2.    თავართქილაძე კუკური – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    გელაძე ვახტანგ – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
4.    მაჭავარიანი ნინო  – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
5.    ციცაგი მარიამ – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
6.    ლომიძე  ნინო –  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;

ფიზიკური  გეოგრაფიის  განყოფილება

1.    ხაზარაძე რევაზ _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    სალუქვაძე ელენე  – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _1 საშტატო ერთეული;
3.    გულაშვილი ზაზა –  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
4.    ხარძიანი თამარი –  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    ჩალაძე თამილა –  მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული;
6.    კეკენაძე ვალერიანე _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.


საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება

1.    მელაძე გიორგი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ 0.5 საშტატო  ერთეული;
2.    ნადარეიშვილი ნანა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ 0.5 საშტატო ერთეული;
3.    თუთბერიძე მზია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    ხომერიკი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    კვირკველია ნანა _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
6.    თავაძე გივი  _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
7.    ჯვარშეიშვილი სოფიკო _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული.

კარტოგრაფია- გეოინფორმატიკის ლაბორატორია

1. ჭიჭინაძე თამარ _  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2. კუმლაძე რომან _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
3. სოლოღაშვილი ნატო _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;           
                       
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    


რექტორი            გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება