2014-09-23
ბრძანება №:128/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ ძირითადი დებულებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში "თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიას 2014 საბიუჯეტო წლის ბოლოს 01 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                                        დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება