აკადემიური საბჭოს 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №48


ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დოქტორ კარლ ალექსანდრე მიულერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევებისათვის ფიზიკაში მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციურიხის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის დოქტორ კარლ ალექსანდრე მიულერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი