როგორ განისაზღვრება დოკუმენტის შესრულების ვადები?

1.    დოკუმენტების შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების თარიღიდან), ხოლო სხვა დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენტებისათვის – მათი შემოსვლის თარიღიდან.
2.    შესრულების ვადებს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი დოკუმენტების გამომგზავნი დაწესებულებების მიერ ან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ნორმატიული აქტებით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე . შესრულების საბოლოო თარიღი მიეთითება დოკუმენტის ტექსტში ან ხელმძღვანელის რეზოლუციაში.        
3.    შესრულების ვადის შეცვლა ხდება ამ ვადის დამდგენი პირის მიერ. დოკუმენტების შესრულების შეჩერების , აგრეთვე მათი გაუქმების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომ დაწესებულებასა და დოკუმენტის ავტორ-დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 430)