საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
2.  საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივე ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 37)

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი  საჯარო მოსამსახურე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 36)

საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ)  მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუსავებას;
ც)  სხვა  დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწსებულებასთანკონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 40)