რა სახის ცნობებს ამზადებს თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი კურსდამთავრებულთათვის/სტუდენტებისათვის?

• ცნობას ტიტულოვან ბლანკზე (სტუდენტის სტატუსის შესახებ, გავლილი საგნების, საკონტაქტო საათების, კრედიტების რაოდენობისა და კურსდამთავრებულის საშუალო ქულის (GPA) მითითებით); 
• აპოსტილით დასამოწმებელი სხვადასხვა შინაარსის ცნობებს;

ზემოაღნიშნული ცნობების მისაღებად კურსდამთავრებული/სტუდენტი განცხადებით მიმართავს თსუ-ს კანცელარიას. კურსდამთავრებულის/სტუდენტის უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, თსუ-ს განცხადებით მიმართავს მისი მინდობილი პირი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. 

რა სახის ცნობებს ამზადებს ვაჟი სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი?

• ფორმა №26 (სტუდენტ ვაჟებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი ცნობა)
მობილობით გადმოსულმა და დამატებითი სემესტრის  ვაჟმა სტუდენტმა კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს:
განცხადება დეპარტამენტის უფროსის სახელზე;
პირადობის  მოწმობის ასლი;
წვევამდელის მოწმობის ასლი.

ფორმა №26 გაიცემა თსუ-ს I კორპუსში, ოთახი №114 (კანცელარია). 

რა შემთხვევაში გაიცემა მოწმობა ?

პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
მოწმობის დასამზადებლად კურსმოსმენილმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
პირს, რომელმაც დაამთავრა რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამა (პროფესიული მზადების/სუბსპეციალობა), ეძლევა მოწმობა.

რა შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი ?

• ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების კურსდამთავრებულზე;
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების სასწავლო კურსის კურსმოსმენილზე;
• ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.

რა შემთხვევაში მზადდება დიპლომისა და დიპლომის დანართის დუბლიკატი ?

დუბლიკატი მზადდება დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში.

ა) დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვის შემთხვევაში კურსდამთავრებული თსუ კანცელარიაში წარმოადგენს განცხადებას რექტორის სახელზე დიპლომის ან/და დიპლომის დანართის დაკარგვისა და დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;

ბ) დიპლომისა და დიპლომის დანართის დაზიანების შემთხვევაში თსუ კანცელარიაში წარმოადგინონ:
• განცხადება რექტორის სახელზე დიპლომის ან/და დიპლომის დანართის დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;
• დაზიანებული დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი.

რა შემთხვევაში იცვლება დიპლომი და დიპლომის დანართი ?

• სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში;
• ქორწინების ან განქორწინების შედეგად გვარის შეცვლისას;
• ტექნიკური ხარვეზის არსებობისას.

რა უნდა წარმოადგინოთ დიპლომისა და დიპლომის დანართის შესაცვლელად ?

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში თსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:
• განცხადება რექტორის სახელზე;
• სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის ასლი;
• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;
• პირადობის მოწმობის ასლი გაცემული სახელის, მამის სახელის, გვარის შეცლის შემდეგ.

ქორწინების ან განქორწინების შედეგად გვარის შეცვლის შემთხვევაში თსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:
• განცხადება რექტორის სახელზე;
• ქორწინების ან განქორწინების მოწმობის ასლი;
• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;
• პირადობის მოწმობის ასლი გაცემული ქორწინების ან განქორწინების შემდეგ გვარის შეცვლის გამო.

ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში თსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:
• განცხადება რექტორის სახელზე;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;
•დაბადების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში).

სად მზადდება დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა ?

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში

სად და როდის გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა ?

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა (I კორპუსი, ოთახი N111, 9:00 -დან 18:00 საათამდე).

ვისზე გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა ?

გაიცემა მფლობელზე ან მის მინდობილ პირზე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო დიპლომის ასაღებად ?

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკიდან (უნივერსიტეტის ქ.№11, შესაძლებელია მიმართოთ ელფოსტის საშუალებით - abonementi.library@tsu.ge);
• ცნობა სწავლის საფასურის გადახდის შესახებ (I კორპუსი, ოთახი №019).

რა დოკუმენტია საჭირო სერტიფიკატისა და მოწმობის ასაღებად ?

სერტიფიკატისა და მოწმობის ასაღებად საჭიროა წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა.

ვის უნდა მიმართოს კურსდამთავრებულმა თსუ-ს მიერ გაცემული დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად და კონვერტში დასალუქად მოსათავსებლად ?

კურსდამთავრებულმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.

ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა სტუდბილეთის მისაღებად ?

უნდა მიმართოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.