2013-08-13

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის 29/2013 დადგენილება.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით).

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. 73/01-01, 10.07.2013):
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 2-5 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 7 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (10 საათი);
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 14 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17 - 19 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.


2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების ვადები მაგისტრანტობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც საერთო სამაგისტრო გამოცდა გაიარეს 2011 ან 2012 წელს და მოიპოვეს ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის უფლება (ბრძ. 86/01-01, 31.07.2013)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 26 – 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 2 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 3 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 4 - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 3 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 4 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 5 - 7 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17 - 19 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.


თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა(საკონტაქტო ინფორმაცია):

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

Print

« იხ. ყველა სიახლე