2010-12-21

თსუ-ში მიმდინარეობს ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შერჩევა !

თსუ-ში განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამით მიმდინარეობს ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შერჩევა. კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა)  აკადემიური მოსწრება;
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები);
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ჩაითვლება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).  
 
იხილეთ  ბრძანება №:121/01-01, 20.12.2010.
Print

« იხ. ყველა სიახლე