2019-01-21

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №10/01-01, 15.01.2019)

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №12/01-01, 21.01.2019)

•საბუთების მიღება - 28 იანვარი - 8 თებერვალი;
•გამოცდა უცხო ენაში - 11 თებერვალი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 თებერვალი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 15 თებერვალი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 თებერვალი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20 თებერვალი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 21-25 თებერვალი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები -  25 თებერვალი;
•ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 25-27 თებერვალი;
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 28 თებერვალი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 1 მარტი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
•სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №166, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9220).
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 (შიდა - 1059).
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3225).

Print

« იხ. ყველა სიახლე