2017-09-04

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!

უცხო ენის გამოცდა
•უცხო ენის გამოცდა – 6 სექტემბერი, 9:00 საათი, თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
•უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი, 18:00 საათი;
•უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 8-12 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
•აპელაცია შედგება – 14 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 10.00 საათზე);
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი, 18:00 საათი.

გამოცდა სპეციალობაში
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და მედიცინის ფაკულტეტებისათვის გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 8 სექტემბერს 9.00 სთ–ზე, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების, ტურიზმის სამაგისტრო პროგრამისთვის და სამაგისტრო პროგრამისთვის „მიგრაციის მართვა“ გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 8 სექტემბერს, 14.30 სთ–ზე (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი, (18:00 სთ);
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12–14 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
აპელაცია შედგება – 16 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი) 10.00 სთ-ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი (18:00 სთ);

Print

« იხ. ყველა სიახლე