2013-12-30

თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს”-ს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება თსუ ბიუჯეტიდან.
დამატებით პირობებს გაცნობებთ უახლოეს დღეებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე