CALENDAR


პერსონალის მართვის დეპარტამენტი  უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებით.

დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია, რაც გულისხმობს:
  • ადამიანური რესურსის მართვასთან და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნების მომზადებას და წარდგენას თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პრინციპების შემეცნების საფუძველზე;
  • სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტში მოქმედი შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების სისტემების გაანალიზება-შეფასებას;
  • პერსონალის სამუშაო აღწერილობების დამუშავება/განახლებას, პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების ორგანიზებაში მონაწილეობას;
  • ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ხელშეკრულებების გაფორმებას და ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულების კონტროლს;
  • საკადრო შინაარსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების - ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადებას;
  • შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევას, შესაძლო კონფლიქტების შეფასებას, დასაქმებულთა ურთიერთობების არაფორმალური მხარეების შესწავლას და სხვა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ნათელა ლაცაბიძე

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №117;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცხელი ხაზი - ☏ (+995 32)  2 25 04 84
hr@tsu.ge