2016-02-26

პორტუგალიური ენის კურსები ფართო საზოგადოებისთვის მარტის თვიდან

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის კურსებზე, რომელიც დაიწყება 2016 წლის მარტში:
 
დონე 1 (A1)
დონე 2 (A2)
დონე 3 (B 1)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vera.Peixoto@tsu.ge და გაუგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) სახელი და გვარი სრულად (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2) ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი
3) დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი

თითოეული კურსის განრიგი (დღე და საათი) შეირჩევა სტუდენტებთან ერთად პირველ შეხვედრაზე, რომელიც შედგება 5 მარტს  (შაბათი), პორტუგალიური ენის ცენტრი - თსუ, II კორპუსი, ოთახი 203
შეხვედრის დრო:
დონე 1 – 10:00 საათი
დონე 2 – 11:00 საათი
დონე 3 – 12:00 საათი

კურსი ხორციელდება თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად.

 ***
დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ
1. პირველი ლექცია ჩატარდება 5 მარტს (შაბათი)

2. განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით (დღეები შეირჩევა პირველ შეხვედრაზე)

3. თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/ 4 საათი კვირაში)

4. ლექტორი: ვერა პეიშოტო

5. სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7 / მაქსიმალური 15

6. სახელმღვანელო: Português XXI

7. კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: //www.tsu.ge/…/depart…/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9//

8. სრული კურსის ღირებულება: 255 ლარი | 225 ლარი (თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)

9. სერთიფიკატი: ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ს სერთიფიკატი

10. სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის ზემოთაღნიშნულ კურსს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს შესარჩევ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს 2016 წლის ზაფხულში ერთთვიან სასწავლო სტიპენდიას ლისაბონში გასამგზავრებლად.

11. იმ შემთხვევაში თუ ხართ თსუ-ს სტუდენტი, პორტუგალიური ენის კურსი შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც 5 კრედიტიანი სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში სტუდენტი არ იხდის კურსის საფასურს და შესაბამისად, მას არ გადაეცემა ენის სერთიფიკატი.

Print

« იხ. ყველა სიახლე