2015-12-15

საქართველო და პორტუგალია: მეგობრები ევროპის საზღვრებზე [კონფერენცია] 11 დეკემბერი, 2015

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, ფრენკ მილერმა წაიკითხა მოხსენება საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებულ კავშირებზე:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და პორტუგალიას, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვთ საერთო, მათ შორის იმაზე მეტი კავშირი არსებობს, ვიდრე ეს წარმოსადგენია - ლინგვისტური სხვადასხვაობების ჩათვლით. მოხსენება ორი ნაწილისგან შედგება. პირველში, შევეცდებით წარმოვაჩინოთ ის ფარული კავშირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს; მეორეში, ქართულსა და პორტუგალიურ ენებში არსებული ლინგვისტურ ვარიაციებს მივმართავთ, რასაც დავასრულებთ ხანმოკლე პრეზენტაციით პორტუგალიური დიალექტებისა და აქცენტების შესახებ.”

ფრენკ მილერმა დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ვაშინგტონში, ფლობს ბაკალავრის დიპლომს პორტუგალიურსა და ლინგვისტიკაში, ასევე M.S. ენათმეცნიერებაში. ფრენკი ცხოვრობდა ლისაბონში (პორტუგალია) და თბილისში (საქართველო), სადაც მან თავი მიუძღვნა ადგილობრივი ენების შესწავლას. დღეს ფრენკი მუშაობს როგორც პროფესიონალი თარჯიმანი და მთარგმნელი, ასევე ასწავლის ინგლისურს, როგორც უცხო ენას, კაზრეთში (საქართველო) ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად პროგრამის ფარგლებში.
 


Print

« იხ. ყველა სიახლე