2016-02-26

მარგარიდა პერეირა-მულერი, „პორტუგალიური ხალხური ზღაპრების უნივერსალურობა“ [საჯარო ლექცია] 4 მარტი, 2016

4 მარტს, 15:00 საათზე, თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრში (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203), პორტუგალიურენოვან ქვეყნების ზღაპართა უნივერსალურობაზე საჯარო ლექციას გამართავს, მწერალი მარგარიდა პერეირა-მულერი.

საუკუნეთა მანძილზე ტრადიციული ზღაპარი, თაობიდან თაობაზე, კულტურული მემკვიდრეობის და მეხსიერების გადაცემის საშუალებად რჩებოდა. მსოფლიოში ზღაპარი არსებობს კაცობრიობის დასაბამიდან. ბევრი ტრადიციული ზღაპარი, რომელიც გვგონია რომ არის პორტუგალიური ან თუნდაც ევროპული, სხვა ქვეყნებშიც მოიძებნება მსგავსი ფორმებით, სადაც განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ ასპექტებში თუ შეინიშნება: პეიზაჟი, ფლორა და ფაუნა, ხალხის ჩაცმულობა ან საჭმელი.
ხშირად, ზღაპრებში მთავარ გმირებად ცხოველები და ცხოველთა სამყარო გვევლინება სოციალურ კონტექსტში წარმოდგენილი თავისი ინტრიგებით, ამბიციებით, სიკეთით, ძალადობითა თუ სამართალით.

ზღაპრებს ოდითგანვე მიმართავდნენ, რათა აეხსნათ წეს-ჩვეულების საწყისები, როგორც ბუნებრივი ფენომენი და ესწავლებინათ ფუნდამენტალური კონცეპციები ადამიანური ურთიერთობების, მაგალითად: თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის სიკეთე და რა ბოროტება.
მსგავსი ზღაპრები, ხშირად, ანდაზით მთავრდება. როგორც ვიცით, ანდაზას თავისთავად აქვს განზოგადოებულის ძალა და ხშირად გვეხმარება პედაგოგიური მიზნებისთვის. ორივე, ტრადიციული ზღაპარი და ანდაზა, სწავლების უნივერსალურობაზე დაგვაფიქრებს, და საგანმანათლებლო მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში, ვინაიდან ზღაპრის მორალი და უნივერსალური სიმართლე, ხშირად, ანდაზებშიც გამოიხატება.


მარგარიდა პერეირა-მულერი


დაიბადა პორტალგრეში (პორტუგალია) სამხედროს ოჯახში, რომელიც გამუდმებით მოგზაურობდა და მარგარიდაზე დიდი ზეგავლენა იქონია პორტუგალიურენოვან აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობამ და მათმა კულტურამ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ანგლო-ამერიკულ და გერმანული ფილოლოგიის განხრით ლისაბონის უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში დოკუმენტალისტიკური მეცნიერების შესასწავლად. წლების განმავლობაში ასწავლიდა პორტუგალიურ ენას გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ამავდროულად წერდა პუბლიკაციებს პორტუგალიური ჟურნალ-გაზეთებისთვის, რომლებთანაც დღემდე თანამშრომლობს.

ამჟამად, მარგარიდა პერეირა-მულერი ცხოვრობს პროტუგალიაში, სადაც მუშაობს როგორც მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. მარგარიდა არის 20 წიგნის ავტორი ზღაპრებსა და გასტრონომიაზე და ასევე შესრულებული აქვს 40-მდე თარგმანი.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

ადგილების დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდელ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე