2015-09-14

აღმოსავლეთის იბერია [პორტუგალიელი ფოტოგრაფის სერჟო როლანდოს ნამუშევრების გამოფენა] 17-27 სექტემბერი, 2015

გახსნა: 17 სექტემბერი, 19:00 საათი

აღმოსავლეთის იბერია, დიდი ხნის წინ განადგურებული სამეფოს და ევროპის საზღვარი, კონტინენტი, რომელიც კავკასიაში მთავრდება.
 
ევროპული პერიფერიიდან, დასავლეთის იბერიიდან იღებს დასაბამს ფოტოგრაფიული ესე, რომელიც საზღვრისა და განვითარების ცნებებს განიხილავს თბილისისა და მისი შემოგარენის დოკუმენტირებით. უნივერსალური ელემენტებით ის გვაჩვენებს ადგილს, რომელიც საკუთარ თავს და ახალ იდენტობას ხელახლა პოულობს; დროის კონკრეტულ მონაკვეთებსა და სივრცეებზე დაკვირვებით, ის ცდილობს წარსულის და მომავლის დიალოგი გადმოგვცეს.

სერჟო როლანდო პორტუგალიელი ფოტოგრაფია, რომელიც 1978 წელს დაიბადა ქალაქ პორტოში. ფოტოგრაფიისა და კინოს მაგისტრი სისტემატურად აწყობს გამოფენებს, ასევე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
 
მისამართი: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1, თბილისი

Print

« იხ. ყველა სიახლე