2015-05-03

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე თსუ-ში

მაისის თვეში, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობამ (CPLP) აღნიშნა პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე. ვინაიდან 2014 წელს საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი, ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით, 4-10 მაისს გაიმართა კულტურულ ღონისძიებათა ციკლი.

მთავარ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა 7 მაისს, თსუ-ს სააქტო დარბაზში, კონცერტი გამართეს ანსამბლმა ‘მედ’, დანიელა ტომაჟმა და დიდიე ფრანსუამ, სადაც ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა და ანსაბლმა “ჩვენებურები”; ღონისძიების დასასრულს, იბერო-ატლანტიკური კულტურის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჟუაო ვენტურამ, მოხსენება წაიკითხა პორტუგალიურ პოეზიაზე. ღონისძიება დასრულდა მაგდა მენდეშის მიერ შესრულებული ფადო-თი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ‘კაზა და ბოქშა’ პროექტის ფარგლებში.






Print

« იხ. ყველა სიახლე