2015-03-26

პორტუგალიური ფოტოგრაფია: მოგზაურობა [კონფერენცია]

26 მარტს (ხუთშაბათს), 18:30 საათზე, თსუ-ს კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრში ჩატარდება კონფერენცია პორტუგალიური ფოტოგრაფიის შესახებ.

პორტუგალიის დემარკაციამ ევროპის საზღვრებიდან და სიახლოვემ სხვა კონტინენტებთან – ურთიერთობებმა შემდგარმა ნახევარი ათასწლეულის მანძილზე – განსაზღვრა ამ ქვეყნის ნარატივები და კოლექტიური წარმოსახვა.

მსგავსი სიტყვებით, სერჟო ორლანდო (ასწავლის კინოსა დ ფოტოგრაფიას ESMAE-ში – მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლა, პორტო) გპირდებათ  მოგზაურობას პორტუგალიური ფოტოგრაფიის ურიცხვ ფორმებსა და პორტუგალიური იდენტობის ამსახველ გამოსახულებებში.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრს facebook-ის გვერდზე facebook.com/portugueseattsu

Print

« იხ. ყველა სიახლე