20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პორტუგალიური ენის ცენტრში, ხელოვნებათმცოდნემ დიანა კუნიამ წაიკითხა მოხსენება თანამედროვე პორტუგალიელი მხატვრის, გრასა მორაისის შემოქმედებაზე, რომელიც დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტუგალიაში (1948) და რომლის ადგილობრივმა კულტურამ დიდი ზეგვალენა იქონია მორაისის მხატვრობაზე.

დიანა კუნია დაიბადა პორტოში, 1989 წელს. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პორტოს უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა მაგისტრის წოდება ხელოვნებათმცოდნეობაში.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს (facebook.com/portugueseattsu)