2015-09-21

პროფესორ მარია დე ფატიმა მარინიოს საჯარო ლექცია [პორტოს უნივერსიტეტი]. 25 სექტემბერი, 2015.

პორტუგალიური ენის ცენტრს პატივი აქვს მოგიწვიოთ პროფესორ მარია დე ფატიმა მარინიოს საჯარო ლექციაზე – წარსული: მხატვრული კონსტრუქცია?, რომელიც გაიმართება 25 სექტემბერს (ხუთშაბათს), 15:00 საათზე, თსუ-ში (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203). დასწრება თავისუფალია.

თქვენ გეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა შეხვდეთ და მოუსმინოთ თანამედროვე პორტუგალიური აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოაზროვნეს.

წარსული: მხატვრული კონსტრუქცია?

„ბოლო სამი ათწლეულის მხატვრული ლიტერატურის ანალიზმა რამოდენიმე ობსესიური თემა გამოკვეთა, მრავალფეროვანი და უნიკალური, რომელთა უარყოფა შეუძლებელია. იდენტობის ძიება სოციო-პოლიტიკური ფაქტორების რისკის ქვეშ დადგა, როგორებიცაა აფრიკული კოლონიების დაკარგვა და პორტუგალიიის გაწევრიანება ევროკავშირში. მსგავს ფონზე, ნოველისტებმა შექმნეს უნივერსი, რომელიც არა მხოლოდ უბრუნდება წარსულს ისევ და ისევ, როგორც ამას ემანუელ ბუჟუ აღნიშნავს, არამედ გამუდმებით კითხვის ქვეშ სვამს თანამედროვე იდენტობის კრიზისს“.

მარია დე ფატიმა მარინიო დაიბანა პორტოში, 1954 წლის 5 თებერვალს. უნივერსიტეტი დაამთავრა რომანული ფილოლოგიის განხრით ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე, პორტოს უნივერსიტეტში, სადაც 1976 წლიდან ასწავლის XIX-XX საუკუნის პორტუგალიურ ლიტერატურას. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია პორტუგალიურ სიურეალიზმზე. სრული პროფესორი, 2010-2014 წლებში იყო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, 2014 წლის ივნისიდან კი პორტოს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი კვლევის სფერო არის პორტუგალიური პოეზია და XIX-XX საუკუნის ისტორიული ნოველა.

არის მრავალი ნაშრომის ავტორი, მათგან: „ჰერბერტო ჰელდერი, საქმე და ადამიანი“ (1982); „სიურეალიზმი პორტუგალიაში“ (1987); „პორტუგალიური პოეზია XX საუკუნის მეორე ნახევარში – წყვეტა და განგრძობითობა“ (1989); „ისტორიული რომანი პორტუგალიაში“ (1999); „უძირო ჭა – ახალი მოსაზრებები ლიტერატურასა და ისტორიაზე“ (2005); „ისტორია და მითი –ეროვნული მითები პორტუგალიურ ლიტერატურაში“ (2008) და ა.შ.


***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით – „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე