2016-06-01

მარიან სხუნმაქერს ქლეინ ხუნევიქის საჯარო ლექცია – „პორტუგალიური და ბრაზილიური მიგრაციის მაგალითები და მათი სოციო-ლინგვისტური შედეგები". 8 ივნისი, 2016

„პორტუგალიური ემიგრაცია ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, ისევე როგორც იმიგრაცია პორტუგალიაში არაპორტუგალიურენაზე მოსაუბრე ხალხების, რომელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. ბრაზილიას, მეორე მხრივ, აქვს საუკუნეების კოლონიზაციისა და მასობრივი იმიგრაციის ისტორია მსოფლიოს ყველა კუთხედან: ევროპიდან, აფრიკიდან თუ აზიიდან. მხოლოდ ემიგრაცია ბრაზილიიდან სხვა ქვეყნებში, შედარებით ახალი ფენომენია.
ემიგრაციას, ისევე როგორც იმიგრაციას, სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ქვეყნებში, სხვადასხვა შედეგები მოაქვს, რომელთა შორის გასათვალისწინებელია სოციო-ლინგვისტური ფაქტორიც. კერძოდ ენათა კონტაქტი და მეორე ენის ათვისება, რომელიც შეიძლება წამყვანი გახდეს ბილინგვიზმის შემთხვევაში. ასევე, შეიძლება დაიწყოს ენების გაცვლითი პროცესი და შედეგად მშობლიური ენა დავიწყებას მიეცეს.
პორტუგალიური და ბრაზილიური იმიგრაციის ისტორიის მოკლე მიმოხილვის შემდგომ,  სიღრმისეულად განხილული იქნება მიგრაციის ფენომენის შედეგად გამომწვევი სოციო-ლინგვისტური შედეგები“.


მარიან სხუნმაქერს ქლეინ ხუნევიქი დაიბადა ბრაზილიაში, ჰოლანდიური წარმოშობის ოჯახში. 14 წლამდე სწავლობდა ბრაზილიაში, მხოლოდ ოჯახის ნიდერლანდებში დაბრუნების შემდეგ, მარიანმა სკოლა დაამთავრა ნიდერლანდებში, სადაც სწავლა განაგრძო პორტუგალიური ლიტერატურისა და კულტურის განხრით ნეიმეგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები). მარიანმა სადოქტორო თემა დაიცვა ლინგვისტიკაში, ტილბურგის უნივერსიტეტში, თემაზე - მშობლიური ენის დავიწყება ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ემიგრირებულ პორტუგალიელთა შორის. ამჟამად მარიანი მუშაობს და შეისწავლის პორტუგალიურენოვანი ხალხების ლინგვისტიკის სხვადასხვა ასპექტს.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

ადგილების დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე