2016-12-12

ჟოზე ლუიშ პეიშოტუს საჯარო ლექცია: „თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურა და ჟოზე ლუიშ პეიშოტუ“ [16 დეკემბერი, 2016]

პარასკევს, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში (II კორპუსი, ოთახი 203), პორტუგალიელი მწერალი, ჯოზე ლუიშ პეიშოტუ საჯარო ლექციას წაიკითხავს თანამედროვე პორტუგალიურ ლიტერატურაზე. ისაუბრებს იმ მწერლებზე, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს 2000 წლიდან და ყურადღებას გაამახვილებს ავტორისა და თავად ნაწარმოების ურთიერთკავშირებზე.

ჟოზე ლუის პეიშოტუ დაიბადა სამხრეთ პორტუგალიის სოფელ გალვეიაშში. დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტი თანამედროვე ინგლისური და გერმანული ლიტერატურის განხრით და ასწავლიდა ინგლისურ ლიტერატურას პორტუგალიის სხვადასხვა ქალაქებში, ვიდრე მწერლობას მიუძღვნიდა სრულ დროს. მიუხედავად იმისა რომ იგი ძირითადად პროზაში მუშაობს, ასევე გამოქვეყნებული აქვს სამი პიესა და წერს ლექსებს თანამედროვე ცნობილი პორტუგალიური ბენდებისთვის. დღეს იგი თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა და მისი რომანები და ლექსები ბევრ ენაზეა თარგმნილი. მისი ნაწარმოები შესულია როგორც პორტუგალიურ, ასევე საერთაშორისო ანთოლოგიებში და პარალელურად თანამშრომლობს სხვდასხვა საერთაშორისო ჟურნალებთან.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე