2015-12-03

საქართველო და პორტუგალია: მეგობრები ევროპის საზღვრებზე [კონფერენცია] 11 დეკემბერი, 2015

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, 15:00 საათზე, ფრენკ მილერი, თსუ - კამოეში პორტუგალიური ენის ცენტრში (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203), მოხსენებას წაიკითხავს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებულ კავშირებზე.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და პორტუგალიას, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვთ საერთო, მათ შორის იმაზე მეტი კავშირი არსებობს, ვიდრე ეს წარმოსადგენია - ლინგვისტური სხვადასხვაობების ჩათვლით. მოხსენება ორი ნაწილისგან შედგება. პირველში, შევეცდებით წარმოვაჩინოთ ის ფარული კავშირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს; მეორეში, ქართულსა და პორტუგალიურ ენებში არსებული ლინგვისტურ ვარიაციებს მივმართავთ, რასაც დავასრულებთ ხანმოკლე პრეზენტაციით პორტუგალიური დიალექტებისა და აქცენტების შესახებ.”

ფრენკ მილერმა დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ვაშინგტონში, ფლობს ბაკალავრის დიპლომს პორტუგალიურსა და ლინგვისტიკაში, ასევე M.S. ენათმეცნიერებაში. ფრენკი ცხოვრობდა ლისაბონში (პორტუგალია) და თბილისში (საქართველო), სადაც მან თავი მიუძღვნა ადგილობრივი ენების შესწავლას. დღეს ფრენკი მუშაობს როგორც პროფესიონალი თარჯიმანი და მთარგმნელი, ასევე ასწავლის ინგლისურს, როგორც უცხო ენას, კაზრეთში (საქართველო) ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად პროგრამის ფარგლებში.


***

ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

ადგილების დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდელ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე