2015-09-20

აღმოსავლეთის იბერია. პორტუგალიელი ფოტოგრაფის, სერჟო როლანდოს ნამუშევრების გამოფენის გახსნა

აღმოსავლეთის იბერია. პორტუგალიელი ფოტოგრაფის, სერჟო როლანდოს ნამუშევრების გამოფენის გახსნა. ევროპის სახლი, თბილისი
17 სექტემბერი, 2015

აღმოსავლეთის იბერია, დიდი ხნის წინ განადგურებული სამეფოს და ევროპის საზღვარი, კონტინენტი, რომელიც კავკასიაში მთავრდება.
 
ევროპული პერიფერიიდან, დასავლეთის იბერიიდან იღებს დასაბამს ფოტოგრაფიული ესე, რომელიც საზღვრისა და განვითარების ცნებებს განიხილავს თბილისისა და მისი შემოგარენის დოკუმენტირებით. უნივერსალური ელემენტებით ის გვაჩვენებს ადგილს, რომელიც საკუთარ თავს და ახალ იდენტობას ხელახლა პოულობს; დროის კონკრეტულ მონაკვეთებსა და სივრცეებზე დაკვირვებით, ის ცდილობს წარსულის და მომავლის დიალოგი გადმოგვცეს.

სერჟო როლანდო პორტუგალიელი ფოტოგრაფია, რომელიც 1978 წელს დაიბადა ქალაქ პორტოში. ფოტოგრაფიისა და კინოს მაგისტრი სისტემატურად აწყობს გამოფენებს, ასევე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი.



Print

« იხ. ყველა სიახლე