2015-11-19

თანამედროვე პორტუგალიური მხატვრობა: გრასა მორაისი [კონფერენცია] 20 ნოემბერი, 2015

კონფერენციაზე, დიანა კუნია წაიკითხავს მოხსენებას თანამედროვე პორტუგალიელი მხატვრის - გრასა მორაისის შემოქმედებაზე, რომელიც დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტუგალიაში (1948) და რომლის ადგილობრივმა კულტურამ შემდგომში დიდი ზეგვალენა იქონია მორაისის მხატვრობაზე. მორაისი თავისი ნამუშევრებით საინტერესო და მდიდარ თემატიკას გვთავაზობს, რაც ხელოვანის ბიოგრაფიულ შტრიხებთან არის დაკავშირებული.  მისი შემოქმედებიდან, რომელიც ფართო სპექტრს მოიცავს, მოხსენებისთვის დიანამ შეარჩია ყოველდღიურობასთან დკავშირებულ თემები და ნამუშევრები, როგორც პორტუგალიური კულტურის, ტრადიციებისა თუ ჩვევების ასაღწერი ნათელი მაგალითები, რომლებიც იმავდროულად მხატვრის სტილისტურ და ტექნიკურ მახასიათებლებს წარმოაჩენენ.

დიანა კუნია დაიბადა პორტოში, 1989 წელს. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პორტოს უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა მაგისტრის წოდება ხელოვნებათმცოდნეობაში.


***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

Print

« იხ. ყველა სიახლე