2016-04-12

საუკეთესო სტუდენტის ჯილდო

„პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ ყოველწლიურად გადაეცემა თსუ-ში დარეგისტრირებულ პორტუგალიური ენის სტუდენტს მისი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და ნიშნების გათვალისწინებით.

გამარჯვებულ სტუდენტს ჯილდოს სახით გადაეცემა:
• სტიპენდია (500 ევრო) ლისაბონში, პორტუგალიური ენის შესასწავლი საზაფხულო სკოლისათვის, რომელსაც გადასცემს კამოეშის - თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი
• სამგზავრო ბილეთი (თბილისი-ლისაბონი-თბილისი), რომელსაც უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც:
• უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული აქვთ პორტუგალიური ენის 5 კრედიტი
• პორტუგალიური ენის ღია კურსებიდან, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში

სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკურში მონაწილეობით, უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორის ელექტრონულ მისამართზე: vera.peixoto@tsu.ge 2016 წლის 1 მაისის ჩათვლით.

საკონკურსო განაცხადს გაივლიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც წარადგენენ სამოტივაციო წერილს. შერჩეული კანდიდატები კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან პორტუგალიური ენის ცენტრში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.

Print

« იხ. ყველა სიახლე