2016-04-21

„სხვა“ და მისი თვალთახედვა, როდესაც პორტუგალია და ბრაზილია ერთმანეთს ხვდება [ანჟელა კარვალიუს საჯარო ლექცია]

პარასკევს, 29 აპრილს, 15:00 საათზე, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში (II კორპუსი, ოთახი 203), გაიმართება საჯარო ლექცია პორტუგალიისა და ბრაზილიის ურთიერთობებზე. ლექციაზე ანჟელა კარვალიუ შეეცდება ბრაზილიურ-პორტუგალიური ურთიერთობები განიხილოს „განსხვავებულობის“ პერსპექტივიდან, ანუ „სხვისი თვალთახედვიდან“.
ლექციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს როგორც „სხვისი“ ხედვა, ასევე განიხილოს ამ ორ კულტურას შორის არსებული რეალური განსხვავებები ისეთი წყაროებზე დაყრდნობით, როგორებიცაა „წერილი ბრაზილიის აღმოჩენის შესახებ“ (XVI საუკუნით დათარიღებული პირველი წერილი პორტუგალიის მეფეს იმ მიწაზე მიღწევის, რომელიც შემდგომ ბრაზილიად იწოდა), და ასევე, თანამედროვე ბრაზილიური სტერეოტიპული, იუმირისტული ამბები პორტუგალიელი ხალხის შესახებ.

ანჟელა კარვალიუ დაიბადა პორტოში. 2003 წელს დაამთავრა პორტოს უნივერსიტეტის თანამედროვე ენებისა და ლიტერატურის (პორტუგალიური და ფრანგული) ფაკულტეტი ბაკალავრის დიპლომით, ხოლო 2009 წელს დაასრულა მაგისტრატურა განათლების მეცნიერების განხრით. მოგვიანებით დაიცვა თავისი სადოქტორო თემა იმავე სფეროში.

2007 წლიდან ასწავლის პორტუგალიურს, როგორც უცხო ენას, პორტოს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც 2015 წლიდან მუშაობს პროფესორ-ასისტენტის თანამდებობაზე. ასევე ასწავლის სხვადასხვა პორტუგალიურ თუ უცხოენოვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, ხოლო 2011 წლიდან მონაწილეობს პორტუგალიური ენის სწავლების პროცესის ფორმირებასა და ტრეინინგებში.
აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და არის რამოდენიმე ნაშრომის ავტორი. ჩატარებული აქვს სემინართა და ვორქშოფთა სერიები პორტუგალიაში, ბრაზილიაში, ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, მალაიზიაში, რუმენთსა და ესპანეთში.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის გთხოვთ, რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

ადგილების დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე