2015-09-03

პორტუგალიური ენის კურსები [სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის]

კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი თსუ-ში აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის კურსზე, რომელიც დაიწყება 2015 წლის სექტემბერში. კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სტუდენტები და სხვა, ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
დონე 1 (A1)
დონე 2 (A2)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vera.Peixoto@tsu.ge

თითოეული კურსის განრიგი (დღე და საათი) შეირჩევა სტუდენტებთან ერთად პირველ შეხვედრაზე, რომელიც შედგება 19 სექტემბერს (შაბათი)
ადგილი: პორტუგალიური ენის ცენტრი - თსუ, II კორპუსი, ოთახი 203
დრო:
დონე 1 – 10:00 საათი
დონე 2 – 12:00 საათი

კურსი ხორციელდება თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად.

 ***
დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ
1. პირველი ლექცია ჩატარდება 19 სექტემბერს (შაბათი)
2. განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით (დღეები შეირჩევა პირველ შეხვედრაზე)
3. თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/ 4 საათი კვირაში)
4. ადგილი: თსუ, კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203)
5. ლექტორი: ვერა პეიშოტო
6. სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7 / მაქსიმალური 15
7. სახელმღვანელო: Português XXI
8. კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს:
/ge/government/administration/departments/lll/tv9f13htqdv3dufu/?pl=2
9. სრული კურსის ღირებულება: 255 ლარი | 225 ლარი (თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)
10. სერთიფიკატი: ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ს სერთიფიკატი
11. სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის ზემოთაღნიშნულ კურსს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს შესარჩევ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს 2016 წლის ზაფხულში ერთთვიან სასწავლო სტიპენდიას ლისაბონში გასამგზავრებლად.
12. იმ შემთხვევაში თუ ხართ თსუ-ს სტუდენტი, პორტუგალიური ენის კურსი შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც 5 კრედიტიანი სასწავლო კურსი, ესპანური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის გავლით. ამ შემთხვევაში სტუდენტი არ იხდის კურსის საფასურს და შესაბამისად, მას არ გადაეცემა ენის სერთიფიკატი.

Print

« იხ. ყველა სიახლე