2015-11-02

Suest’ Arte „ფესვები და რევოლუცია“ 4-6 ნოემბერი, 2015 [თბილისი, ფოთი]

გაცნობებთ, რომ პორტუგალიური ანსამბლი Suest’ Arte „ფესვები და რევოლუცია“, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, გამართავს კონცერტს თბილისსა (4 ნოემბერი, სამეფო უბნის თეატრი) და ფოთში (6 ნოემბერი, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი).

პროგრამა ხორციელდება ატლანტიკის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობიდან მომავალი არგენტინული ტანგოს, პორტუგალიური და ქართული პოლიფონიური მუსიკის ირგვლივ დაგეგმილ ღონისძიებებთა ფარგლებში.

ანსმაბლი  Suest’ Arte:
გონსალო პესკადა (აკორდიონი)
ჟოანა გოდინიო (ვოკალი)
დანიელა ტომაჟი (ტრადიციული დასარტყმელი ინსტრუმენტები)
ჟორჟე სალგადო (თანამედროვე ფლეიტა/მოცეკვავე)

სტუმრები:
ანსამბლი „იბერი“
თეკლა გოგრიჭიანი

ღონისძიება ხორციელდება საქართველოში ევროპის დელეგაციის, თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის, ლაგოსის მუსიკის აკადემიისა და ალგარვის რეგიონული კულტურის მართვის ორგანიზებით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ: www.euculture.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე