2016-05-27

პორტუგალიური დასი „ევორა“ თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიის ფესტივალზე, თბილისი, 2016

წელს, თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიის ფესტივალი თბილისში გახსნის პორტუგალიური დასი „ევორა“, პერფორმანსით TERRA CHÃ „ვაკე“.

„მხარის ექსპრესია, ადამიანების ხმა, სიმტკიცე, რომელიც მათ აერთიანებს, ჰაერის წონა, მისი სიმძიმე, სიცარიელე, დუმილი, ერთიანობის და მარტოობის შეგრძნება.
უკიდურესობები და მათი საზღვრები. სიყვარული და ანტიპათია. ფლორბელა ეშპანკას (პორტუგალიელი პოეტი) სონეტები, სადაც ის ალენტეჟუს სილამაზესა და სულზე საუბრობს. ოლაფურ არნალდსის მუსიკისა და „კანტე ალენტეჟანუს“ (პოლიფონიური სიმღერა პორტუგალიის ალენტეჟუს რეგიონიდან, რომელიც იუნესკო-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული) თანამედროვე თვალით დანახული შერწყმა. ქორეოგრაფია კონკრეტულ და აბსტრაქტულ გზას კვალავს როგორც ალენტეჟუს ხმის, ისე მის გარემოს კონტექსტში“.

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი: ნელია პინეირო

პროექტი ხორციელდება კამოეშის ინსტიტუტი/თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრისა და თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიის ფესტივალი თბილისში თანამშრომლომობით.

პორტუგალიური ენის სტუდენტები, მოსაწვევებისთვის, დაუკავშირდით ვერა პეიშოტუს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე