2016-12-06

გურანდა ფაჩულიას ვორქშოფი „ჟოზე ლუიშ პეიშოტუს პოეზია ქართულად“

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში (II კორპუსი, ოთახი 203), გაიმართება პოეზიის თარგმნის ვორქშოფი, რომლის თემაა - ჯოზე ლუის პეიშოტუს პოეზიის თარგმანი ქართულ ენაზე. ვორქშოფი განკუთვნილია პორტუგალიური ენის სტუდენტებისთვის (ასევე მათთვის, ვისი ენის ცოდნის დონე შეესაბამება A 2-ს). ვორქშოფს გაუძღვება გურანდა ფაჩულია.
ვორქშოფზე შესრულებული თარგმანებს თსუ-ს კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტები წაიკითხავენ საღამოზე „რეჩიტატივი ქალაქში ჟოზე ლუიშ პეიშოტუსთან ერთად“, რომელიც გაიმარტება 16 დეკემბერს, მოძრაობის თეატრში, 21:00 საათზე, პორტუგალიელი მწერლისა და პოეტის ჟოზე ლუიშ პეიშოტუს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.

ჟოზე ლუიშ პეიშოტუ დაიბადა გალვეიაშში, პორტუგალიაში, 1974 წელს. დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტი - Universidade Nova de Lisboa, სპეციალობით თანამედროვე ენები და ლიტერატურა, და წლების მანძილზე მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად, სანამ მისმა ნაწარმოებმა მას საერთაშორისო აღიარება არ მოუტანეს. დღეს პეიშოტუ ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პორტუგალიელი მწერალია, რომლის შემოქმედება თარგმნილია 20 ენაზე. ავტორი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო პრემიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია  პრემიები – José Saramogo Prize 2001 და Libro d’Europa Award 2010.

გურანდა ფაჩულია 2012 წლიდან მუშაობს ბრაზილიის საელჩოში (თბილისი), ასევე ასწავლიდა პორტუგალიურ ენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2014-2015 წლებში. 2004-2011 წლებში ასწავლიდა იტალიურ ენას თსუ-ში. 2005-2006 წლებში იყო კამოეშის ინსტიტუტის სტიპენდიანტი.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

Print

« იხ. ყველა სიახლე