2016-12-11

პორტუგალიელი მწერალი ჟოზე ლუიშ პეიშოტუს ვიზიტი თბილისში [16 – 20 დეკემბერი, 2016]

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი, ამა წლის 16 -20 დეკემბერს, უმანისპინძლებს პორტუგალიელ მწერალს ჟოზე ლუიშ პეიშოტუს, რომლის ბოლო რომანი „გალვეიაში“ ქართულ ენაზე ითარგმა და გამოვიდა 2016 წელს (მთარგმნელი გურანდა ფაჩულია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ჟოზე ლუის პეიშოტუ არის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პორტუგალიელი თანამედროვე მწერალი, რომელიც დაიბადა გალვეიაშში, პორტუგალიაში, 1974 წელს. დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტი - Universidade Nova de Lisboa, სპეციალობით თანამედროვე ენები და ლიტერატურა, და წლების მანძილზე მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად, სანამ მისმა ნაწარმოებმა მას საერთაშორისო აღიარება არ მოუტანეს.

პეიშოტუ შემოქმედება თარგმნილია 20 ენაზე. ავტორი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო პრემიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია:  ჟოზე სარამაგუს სახელობის პრემია (2001), „პრემიო კალამო“ (2007), „საუკეთესო ევროპული წიგნი“ (2008), ხოლო მისმა ბოლო რომანმა „გალვეიაში“ მოიპოვა „პრემია ოსეანოს 2016“.

ჟოზე ლუიშ პეიშოტუ საქართველოში ჩამოდის 5 დღით (16-20 დეკემბერი) თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით. ვიზიტის დროს მწერალი გამართავს ვორქშოფებს, შეხვედრებსა და „გალვეიაშის“ წიგნი პრეზენტაციას ქართველ მკითხველთან.

გთხოვთ იხილოთ სრული პროგრამა მწერალთან დაგეგმილი შეხვედრების:

პარასკევი, 9 დეკემბერი
18:30 | თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი [თსუ II, ოთახი 203]
გურანდა ფაჩულიას ვორქშოფი „ჟოზე ლუის პეიშოტუს პოეზია ქართულ ენაზე“

პარასკევი, 16 დეკემბერი
19:00 | თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი [თსუ II, ოთახი 203]
ჟოზე ლუიშ პეიშოტუს კონფერენცია „თანამედროვე პორტუგალიური მწერლობა და ჟოზე ლუიშ პეიშოტუ“

21:00 | მოძრაობის თეატრი [აღმაშენებლის გამზ. 182, მუშტაიდის ბაღი]
რეჩიტატივი ქალაქში. სპეციალური სტუმარი ჟოზე ლუიშ პეიშოტუ

კვირა, 18 დეკემბერი
15:00 | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბილბიოთეკა [გუდიაშვილის 7]
ჟოზე ლუიშ პეიშოტუს „გალვეიაშის პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან
[ღონისძიება ხორციელდება ბაკურ საულაკაურის გამომცელობასთან თანამშრომლობით]

სამშაბათი, 20 დეკემბერი
19:00 |ზოესთან [ ვახტანგ ბერიძის 5]
„გალვეიაშის“ კითხვის საღამო ზოესთან, ჟოზე ლუიშ პეიშოტუსა და გურანდა ფაჩულიასთან ერთად.

Print

« იხ. ყველა სიახლე