2016-04-25

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე 2016

2016 წელს, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობა (CPLP) აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლისთავს და პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან, 2014 წელს, საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი, 2-8 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს კულტურულ ღონისძიებებს.

ღონისძიებები გაიმართება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია

სამშაბათი, 3 მაისი
18:30 | ფილმის ჩვენება „ანიკი ბობო“ [მანოელ დე ოლივეირა, 1943] | პორტუგალიურად ინგლისური სუბტიტრებით | თსუ, I კორპუსი, ოთახი 217
ვერა პეიშოტუს შესავალი სიტყვა, თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორი

ოთხშაბათი, 4 მაისი
18:00 |პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203)
„ფადოს ისტორია“ [კონფერენცია ფადოს შესრულებით]
მომხენებლები: კატია ალიანდრა და ჟოზე ალეგრე (Fad’Nu)

20:30 | პორტუგალიური საღამო „ზოესთან“

ხუთშაბათი, 5 მაისი
17:30- პორტუგალიური ენის დღე | თსუ, სააქტო დარბაზი
* ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან: თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ბრაზილიის ელჩი საქართველოში, პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში
* ფადოს კონცერტი, დუეტი Fad’Nu
* ოფიციალური მიღება (ფურშეტი) / პორტუგალიური ღვინის დეგუსტაცია
წარადგენს ფრენკ ანტონი მილერი
ოფიციალური მიღების სპონსორია პორტუგალიის საკონსულო თბილისში

პარასკევი, 6 მაისი
„ევროპის ორი მოსაზღვრე ქვეყანა: საქართველოსა და პორტუგალიის მუზეუმები და მათი კულტურული მემკვიდრეობა“, ლუიშ რაპოზო, პორტუგალიის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი |საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

შაბათი, 7 მაისი
14:00 | პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203)
„ტუპის და აფრიკული ენების გავლენა ბრაზილიურ პორტუგალიურზე“
რაფაელ სილვეირა, იენის უნივერსიტეტი, გერმანია

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #1, #3,

Print

« იხ. ყველა სიახლე