2015-11-27

მარგარიდა კარდოზოს „ივონ კეინი“ თბილისის მე-16 საერთაშორისო კონოფესტივალზე

4 დეკემბერი, 19:00 საათი, რუსთაველის 5

ფილმის ჩვენება ხორციელდება თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის  მხარდაჭერით (კამოეშის ინსტიტუტი)

„ივონ კეინი“  (2014  | 117 წთ. | ფერადი)

ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ, რიტა თავისი ბავშობის აფრიკულ ქვეყანაში ბრუნდება, რომ ყოფილი აქტივისტი პოლიტიკოსის და პარტიზანის, ივონ კანეს გარდაცვალების დეტალები გამოიკვლიოს. აქ ის დაკარგული სამოთხისკენ ატმოსფერული სწრაფვის მოგზაურობაში აღმოჩნდება. რიტა იპოვის ქვეყანას, რომლის პროგრესიც სასტიკი წარსულის ნანგრევებზე დგას. ის აქ ხვდება დედას (სარა), რომელიც ჯერ კიდევ ძველ სახლში ცხოვრობს.
ცალ-ცალკე, პარალელურად, ორივე ქალი თავისებურ ახსნას ეძებს. გატეხილი დოქის ნაწილების შეკოწიწებისას, სარა თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში საკუთარი ქმედებების მნიშვნელობას უფიქრდება. ამ დროს, რიტა ცვალებადი სინამდვილის კიდეზე მიაბიჯებს, სადაც ისტორიის და ომის იარების ნახევრად სიმართლე ჩანს. თითოეული ნაბიჯი ხაფანგია, რომელიც, ალბათ ჯობია, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდეს. ორივე მარტოხელა ქალი ერთი და იგივე, გზააბნეული ადამიანის ორი სახეა, რომლებიც პირისპირ უყურებენ რევოლუციის დანაკარგებს; რომლებიც გადაურჩნენ კოლონიალიზმს, უმიზნოდ უახლოვდებიან წარსულის ჩრდილს, რომელიც არასდროს ქრება და მომავლის ფერფლს, რომელიც არადროს დგება.

რეჟისორი: მარგარიდა კარდოზო
სცენარი: მარგარიდა კარდოზო ოპერატორი: ჟოაო რიბეირო
მონტაჟი: ჟოაო ბრაზი
კოსტიუმები: ნადია სანტოს ენრიკე
მონაწილეობენ: ბეატრის ბატარდა, ირენ რავაში, სამუელ მალუმბე, გონსალო უადინგტონი

Production:
Filmes do Tejo, MPC Filmes
World sales:
Midas Filmes

მარგარიდა კარდოზო დაიბადა 1963 წელს, პორტუგალიაში. ის ცნობილია ისეთი ნამუშევრით, როგორიცაა ფილმი „მოჩურჩულე სანაპირო" (2004), რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და მანჰაიმ ჰაიდელბერგის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. „ივონ კანე" მისი მესამე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

ფილმოგრაფია
2014 Yvone Kane
2013 Atlas
2010 Licínio de Azevedo - Crónicas de Moçambique
2007 Era Preciso Fazer as Coisas
2004 A Costa dos Murmúrios
2003 Kuxa Kanema - O Nascimento do Cinema
2000 Com Quase Nada
1999 Do Outro Lado
1999 Entre Nós
1999 Natal 71
1996 Dois Dragões


Print

« იხ. ყველა სიახლე